კერძო აღმასრულებელი - ალექსანდრე ნათაძე

(ლიცენზია №79)

კერძო აღმასრულებელ ალექსანდრე ნათაძეს სააღსრულებო საქმიანობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოში - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში 2009 წლიდან 2014 წლამდე იყო აღმასრულებელი, ხოლო 2014 წლიდან 2017 წლის პირველ მაისამდე - უფროსი აღმასრულებელი. ალექსანდრე ნათაძეს წარმატებით აქვს ჩაბარებული აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა, ხოლო აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის 8 წელმა მას პრაქტიკული საქმიანობის დიდი გამოცდილება შესძინა. აღნიშნული კი, შესაძლებლობას მისცემს სააღსრულებო წარმოება კვალიფიციურად განახორციელოს.

კერძო აღმასრულებელი განახორციელებს აღსრულების ქვემდებარე აქტების (სასამართლო გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ) სწრაფ და ეფექტიან აღსრულებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

კერძო სააღსრულებო ბიურო სთავაზობს კრედიტორებს კანონიერ ძალაში შესული აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულებას, ასევე - აღსრულების საკითხებზე კონსულტაციას. კერძო აღმასრულებელთან ურთიერთობა წესრიგდება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონითა და კრედიტორთან გაფორმებული ხელშეკრულებით. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა კანონით დადგენილ შემთხვევებში, კრედიტორისათვის შეთავაზებულ იქნას მისთვის სასურველი და მის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული პირობები.

ამასთანავე, კერძო სააღსრულებო ბიურო ორიენტირებულია მაქსიმალურად გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, აწარმოოს მხარეთა შორის მოლაპარაკებები, რათა შესაძლებლობის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება დასრულდეს ორივე მხარისათვის სასურველი შედეგით – მორიგებით.

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: anatadze@bailiff.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995) 577 111 732. ან მოგვწერეთ თქვენი მოსაზრება