აღსრულების სერვისები :

- - - - - -

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით კერძო აღმასრულებელი ახორციელებს შემდეგი აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას:

სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა;
სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;
სასამართლოს ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;
არბიტრაჟის გადაწყვეტილება;
უცხო ქვეყნის არბიტრაჟის ან საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;
სანოტარო აქტი;
გირავნობის მოწმობა;
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული გადახდის ბრძანება, (თუ გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტმა არ მოითხოვა ბრძანების აღსრულება)